რუსული მხარე ადასტურებს რომ სუმი ისკანდერ-M-ის ტიპის რაკეტებით დაბომბა

რუსული მხარე ადასტურებს, რომ 13 აპრილს უკრაინის ქალაქ სუმს  ორი „ისკანდერ-M“ ტიპის რაკეტით დაარტყეს. ინფორმაცია  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ   დარტყმის “სამიზნედ” უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის სარდლობის შტაბის შეხვედრის ადგილი დაასახელა.

რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს სუმში  34 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 2 ბავშვი.

დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი.