ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოსეფ ბორელი გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან არასაკმარისი მხარდაჭერაა რუსული ენერგიისა ემბარგოსა და სადამსჯელო ტარიფების დაწესებზე.
„ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – თქვა ბორელმა Reuters-ის ცნობით.
მისივე განცხადებით, ეს საკითხი განიხილება ევროკავშირის მომავალ სამიტზე, 30–31 მაისს, მანამდე კი არ ელოდება რაიმე გადაწყვეტილებას.
”ბოლო წინადადება ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ ჯერ არ არის განხილული. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად”,– თქვა ბორელმა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ევროკავშირი შეძლებს შეამციროს დამოკიდებულება.
„რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალს კარგავს”, – დასძინა მან.
ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობს.