რუსული პროპაგანდისტული არხი Мир-ი 2008 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლობისგან ფართს ქირაობს – აღნიშნულ იფორმაციას, სტუდია მონიტორი ავრცელებს.
2008 წლიდან დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ფართს ქირაობს რუსულენოვანი პროპაგანდისტული ტელე-რადიო კომპანია ”Мир”. ქირის ყოველთვიური ოდენობა 1880 ლარს შეადგენს.
“2008 წლიდან ნამდვილად ქირაობს ამ ფართს კომპანია Мир-ი. უფრო მეტს გეტყვით 12-14 ნოემბრიდან ეს ქონება გასხვისებულია და საზოგადოებრივი მაუწყებელი მისი მფლობელი ოფიციალურად აღარ არის”, – თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ლატვიამ და ლიეტუვამ Мир-ს მაუწყებლობა საკუთარ ტერიტორიაზე აუკრძალა, თუმცა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს აღნიშნულ ტელე-რადიო კომპანიასთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუუქმებია.