ორშაბათი, 25 ნოემბერი , 2024, 02:59

რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა – RSF

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF) ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი ალექსანდერ მალკევიჩი თბილისში არჩევნების დღეს, 26 ოქტომბერს, იმყოფებოდა.

RSF წერს, რომ შეშფოთებულია მისი როლით რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში.

მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ.

არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ის ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მასზე ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს.

როგორც ცნობილია, მინიმუმ 2019 წლიდან, მალკევიჩი იყენებდა თავის კომპანიას – ეროვნული ღირებულებების დაცვის ფონდს, რომ ტროლების ქარხნის დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის სახელით გლობალური გავლენის ოპერაციებისთვის შეეწყო ხელი. როგორც პრიგოჟინი, ისე მისი ტროლების ქარხანა, ინტერნეტ-კვლევის სააგენტო 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო დასანქცირდნენ.