რუსული რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულია – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მილიარის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე  ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულია.

  • “თუ გავითვალისწინებთ იმას, რისი გაკეთება შეეძლო რუსეთს და იმას, თუ როგორ შეძლეს შეიარაღებულმა ძალებმა მისი შეჩერება, უპირატესობა უკრაინის არმიის მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის ყოველი სარაკეტო დარტყმა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის სარაკეტო დარტყმა იქნა თავიდან აცილებული”, – თქვა ანა მალიარმა.