რუსული სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი” იწვის – არესტოვიჩი

უკრაინული მხარის განცხადებით, ორი რაკეტა მოარტყეს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმან ხომალდს, სარაკეტო კრეისერ “მოსკოვს”. ინფორმაციას Unian ავრცელებს.

რუსულ კრეისერზე დარტყმა დაადასტურა ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ.

“შავი ზღვის მცველმა “ნეპტუნის” რაკეტებმა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენეს რუსულ ხომალდს. დიდება უკრაინას!”,– აცხადებს ოფიციალური პირი.

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა თქვა, რომ კრეისერი იწვის.

„საზღვაო ფლოტის ფლაგმანს, კრეისერ “მოსკოვს” რაღაც მოულოდნელი დაემართა. ძლიერად იწვის… ეკიპაჟის შემადგენლობაში 510 წევრია, ვერ ვხვდებით, რა მოხდა – ორმა მეზღვაურმა არასწორ ადგილას მოწია, უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს, არ გაუმართლათ”,– იხუმრა არესტოვიჩმა.

ამ ეტაპზე უცნობია კრეისერის დაზიანების ხარისხი. ინფორმაცია არ დაუდასტურებია რუსულ მხარეს.