“ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან კარგი და ნათელი შეხვედრა გვქონდა. უკრაინაზე რუსეთის საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ მათ [საქართველოს] უნდა გავუორმაგოთ ეკონომიკური და სამხედრო დახმარება. საქართველოს 1/3 რუსეთის მიერ ოკუპირებულია”
ამის შესახებ, ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კიზინგერი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, უკრაინისთვის რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხის გათვალისწინებით, აშშ-მ საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური დახმარება უნდა გაუორმაგოს.