„მას შემდეგ, რაც პუტინმა ჩრდილოეთ კორეული ჯარების მონაწილეობა ვერ დამალა, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო იაფი ჩრდილოეთ კორეელი „მოხალისეების“ რეკრუტირების გზას ხსნის. ნატო-ს ქვეყნებისთვის ომის საფრთხე ძალიან რეალურია. რუსეთი უკვე იყენებს ჩრდილოეთ კორეას ევროპაში ომის წარმოებისთვის და არავინ იცის, სად გამოჩნდებიან ეს რუსულ ფორმაში გამოწყობილი ე.წ. მოხალისეები შემდეგ – ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან ახლოს თუ კალინინგრადში განლაგებულები.[…]უნდა მოხდეს საფრთხეების აღკვეთა და არა შეწყნარება. რუსული ტერორიზმისგან განკურნების წამალი ამერიკული იარაღია, ევროპულ და უკრაინულ საცეცხლე ძალასთან ერთად“,
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.