“დღეს, 10 თებერვალს, დილის 10:18 საათზე, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვასთან. დაახლოებით დილის 10:33 საათზე კი ამ რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე. ამის შემდეგ, რაკეტები კვლავ დაბრუნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის ადგილას. რუსეთმა რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვა”.
აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი.