უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსული სამხედრო ტექნიკა კიევის ოლქში შეიჭრა. მათ სახელმწიფო საზღვარი ვილჩას სასაზღვრო პუნქტთან გაარღვიეს.
მესაზღვრეები ოკუპანტებს ებრძვიან. სასაზღვრო დანაყოფები მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით.