რუსულმა სამხედრო ტექნიკამ კიევის ოლქის საზღვრები გაარღვია

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, რუსული სამხედრო ტექნიკა კიევის ოლქში შეიჭრა. მათ სახელმწიფო საზღვარი ვილჩას სასაზღვრო პუნქტთან გაარღვიეს.

მესაზღვრეები ოკუპანტებს ებრძვიან. სასაზღვრო დანაყოფები მოქმედებენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით.