რუსული პირველი არხის ჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით პირდაპირ ეთერში შევიდა, სასამართლომ დააჯარიმა.
BBC–ის ცნობით, ის 30 000 რუბლით (რაც დაახლოებით 900 ლარია) დაჯარიმდა “არასანქცირებული მასობრივი ღონისძიების ორგანიზებისთვის”.
“აქ გატყუებენ! არა ომს! არ დაუჯეროთ პროპაგანდას” – ამ შინაარსის ბანერით ოვისანიკოვა პირველი არხზე, მთავარი გამოშვების პირდაპირ ეთერში 14 მარტს შევიდა. ის ეთერიდან მალევე გაიყვანეს და დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.