“უკრაინსკაია პრავდა” სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული ტანკების კოლონა ლუგანსკის რეგიონში შევიდა, რომლებიც ეუთოს მანქანების უკან იმალებოდნენ.
“ლუგანსკის ოლქში, კრასნა ტალივკას, მილოვეს, გოროდიშჩეს მიმდებარედ რუსული ტანკების კოლონები შევიდნენ. მტერმა ეშმაკურად წინ ეუთო-ს სიმბოლოებით თეთრი მანქანები დააყენა. ახლა ბრძოლა მიმდინარეობს”. – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, დღეს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა. იმბომბება უკრაინული ქალაქები და იქ განთავსებული ინსფრასტრუქტურა.