11 აპრილის ღამეს, რუსულმა ძალებმა ხერსონში ღვთისმშობლის შობის ტაძარი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ღამით, რუსულმა არტილერიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძარს დაარტყა. დაბომბვის შედეგად ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია სახურავი და კედლები”, – აცხადებს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.
უკრაინის ცნობით, რუსული ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.