რუსულმა ხომალდმა შვედეთის და ფინეთის სიახლოვეს ჰიპერბგერითი რაკეტა გაუშვა

რუსულმა ფრეგატმა “საბჭოთა კავშირის ფლოტის ადმირალი გორშკოვი“ ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა “ცირკონი“ გამოსცადა ბარენცის ზღვაში, რომლის აკვატორიაში შვედეთი და ფინეთი მდებარეობენ.  ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.

სამინისტროს ინფორმაცით პროექტ 22350–ის ფრეგატმა ბარენცის ზღვის აკვატორიაში ყოფნისას გაუშვა რაკეტა “საზღვაო სამიზნე პოზიციაზე“, რომელიც თეთრ ზღვაში მდებარეობდა.

სამინისტრო აზუსტებს, რომ სროლა “საცდელი“ იყო და “ობიექტური კონტროლის მონაცემებით“ რაკეტამ წარმატებით მიაღწია ათასი კილომეტრით დაშორებულ მიზნამდე.

2019 წლის თებერვალში რუსეთსი პრეზიდენტმა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ რუსული რაკეტა “ცირკონი“, რომლის საბრძოლო ნაწილი 300–400 კგ.–ია, სიჩქარე კი 11 ათასი კმ/სთ, შეძლებს წარმატებით გაანადგუროს როგორც საზღვაო, ისე სახმელეთო მიზნები. ამ რაკეტის გამოცდის დასრულების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში აცხადებდა. 2022 წლის იანვარში რუსეთის რეგულატორმა გასცა რეკომენდაცია “ცირკონი“ რუსეთის საზღვაო ფლოტის წყალზედა ხომალდების შეიარაღებაში აეყვანათ.

2019 წელს რუსული პროპაგანდისტული მედია ამბობდა, რომ რუსეთს შეუძლია “ცირკონი“  “გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების“ წინააღმდეგ გამოყენებინა, მათ შორის პენტაგონის შენობის და აშშ–ს პრეზიდენტის მართვის პუნქტის წინააღმდეგ.

წელს, 18 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის პასუხი შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე “იქნებოდა სიურპრიზი“, რომლის შემუშავებაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მუშაობდა.