რუსულმა ჯარებმა ქალაქი ნოვაია-კახოვკა დაიკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქი ნოვაია-კახოვკა რუსულმა ჯარებმა დაიკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ქალაქის მერი ვლადიმერ კოვალენკო.

მისი თქმით, ნოვაია-კახოვკას მთლიანად რუსული ჯარები აკონტროლებენ, შენობებიდან კი ყველა უკრაინული დროშა ჩამოხსნეს.

BBC-ის ინფორმაციით, ნოვაია-კავოხკა პატარა ქალაქია, თუმცა ის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზეა განლაგებული, მდინარე დნეპერზე, რომელიც უშუალოდ ამარაგებს ყირიმის ნახევარკუნძულს წყლის არხებით.