რუსულმა ჯარებმა ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსულმა ჯარებმა ჰოსტომელის აეროპორტი დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. ქალაქ ჰოსტომელთან ბრძოლები, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან მიმდინარეობდა. რუსეთი ბომბავდა ქალაქის აეროპორტსაც რადგან მისი დაკავება და ხიდად გამოყენება სურდა.ჰოსტომელის აეროპორტისატვირთო და ძირითადი სამხედრო ბაზაა.

“უკრაინული ჯარები აგრძელებენ წინსვლას ქვეყნის ქალაქებიდან რუსული ჯარების განდევნის თვალსაზრისით. უკრაინამ დაიბრუნა არაერთი სოფელი. აღმოსავლეთ უკრაინაში, ხარკოვში, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს, დაეცვათ ძირითადი სამარშრუტო ხაზი”. – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.