რუსულ კანონზე ვეტო განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა

ბიუროს სხდომაზე რუსულ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

ამ დროისთვის, პარლამენტის ანონსებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მითითებული არ არის. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ სასესიო კვირაში დაძლევს.