“საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს “უცხოელი აგენტების შესახებ” საქართველოს არასწორი მიმართულებით მიჰყავს და შესაბამისად, NATO-ს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში”,
განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში.