”ძალიან მალე, პუტინს მოუწევს თავისი მოსახლეობისთვის არჩევანი გააკეთოს იარაღსა და ზეთს შორის” – აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.ამის შესახებ ბორელმა გერმანულ გამოცემა Deutsche Welle-სთან ისაუბრა.
“რუსულ ომის მანქანას არ სჭირდება მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგიები. შეხედეთ დაზიანებული რუსული ტანკის კორპუსს და დაინახავთ რამდენი ელექტრონული კომპონენტი აქვს მას დასავლური კომპანიებიდან. სანქციების შედეგად რუსებს აღარ ექნებათ მათთან წვდომა”, – თქვა მან.