უკრაინის არმიის გენშტაბის მორიგ ინფორმაციაში საუბარია უკრაინაში შეჭრილი რუსული ჯარების პირადი შემადგენლობის დემორალიზაციაზე. მათი ინფორმაციით გახშირდა თვითდაზიანების და თვითმკვლელობის შემთხვევები.
ამ კონტექსტში აღნიშშნულია 45–ე საჰაერო–სადესანტო ბრიგადის მეთაურის, ვადიმ პანკოვის გათავისუფლება “დადებითი შედეგების არარსებობის და დასახული ამოცანის შეუსრულებლბის გამო„ გოსტომელის აეროდრომში“ (ღია წყაროებში ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.)
ამ ანგარიშამდე პარასკევს უკრაინის გენშტაბმა რუსული არმიის დანაკარგები 14200 ადამიანით შეაფასა, რაც 400–ით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს. დასავლელი ექსპერტები როგორც წესი, რუსულ დანაკარგებს ორჯერ ნაკლებად აფასებენ, ვიდრე უკრაინელები. ოფიციალური რუსული მონაცემები კი 2 მარტის შემდეგ არ გამოქვეყნებულა.