რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და 1,2 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. ნავალნი სასჯელს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში.
ალექსეი ნავალნი, რომელიც უკვე იხდის სასჯელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკანონოდ აღიარებულ ე.წ. “ივ როშეს” საქმეზე, ამჯერად დამნაშავედ ცნეს შემოწირულებებით მიღებული თანხების განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობასა და მოსამართლის შეურაცხყოფაში.ნავალნი ბრალს არ აღიარებს, საქმეს იგი პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნევს.