რუს ჟურნალისტს ალექსანდრ ნევზოროვსა და მის მეუღლეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკოს განცხადებით, ცნბობილ რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტს, ალექსანდრ ნევზოროვსა და მის ცოლს, ლიდიას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს.  გერაშენკო აღინულ ინფორმაციას Telegram არხზე ავრცელებს.

”ალექსანდრე ნევზოროვს და მის მეუღლეს ლიდია ნევზოროვას პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებულებით მიენიჭათ უკრაინის მოქალაქეობა ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული მომსახურებისთვის. მადლობა ალექსანდრეს და ლიდიას გამბედაობისა და პატიოსნობისთვის. ომის შეჩერებაში დახმარებისა და რეალური სიტუაციის ჭეშმარიტი შეფასებისთვის.

23 მარტს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა საქმე ალექსანდრე ნევზოროვის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის ბრალდებით. მარიუპოლის სამშობიარო სახლის ბარბაროსული დაბომბვის შესახებ რუს ხალხს გულახდილად რომ უთხრა.” –  ნათქვამია განცხადებაში რომელსაც გერაშენკო ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

რუსი ჟურნალისტი  პუტინის რეჟიმსა და რუს ხალხს, უკრაინაში შეჭრის დღდან ღიად აკრიტიკებდა. მან ასევე 2014 წელს ყირიმის ანექსია გააპროტესტა.