”უკრაინა ყველა ტერიტორიას დაიბრუნებს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. მინდა, რომ ეს ოკუპანტებმაც გაიაზრონ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მათი ადგილი არ იქნება. ვინმეს აინტერესებს, რა არის ჩვენი გეგმა? ამის შესახებ რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ვერცერთი პასუხისმგებელი პირისგან ვერ მოისმენთ, რადგან, ეს ომია და ომის დროს ასე ხდება. მაგრამ, ოკუპანტებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ მათ საზღვრამდე განვდევნით. განვდევნით ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა და დამპყრობლებმა ეს კარგად იციან.
რუს სამხედროებს თუ გადარჩენა სურთ, დროა რომ გაიქცნენ და სახლში წავიდნენ. ვისაც რუსეთში დაბრუნების ეშინია, დაე, ასეთი ოკუპანტები დანებდნენ, ჩაბარდნენ და ჩვენ მათ ჟენევის კონვენციების ყველა ნორმის დაცვის გარანტიას მივცემთ. თუ ისინი მე არ მომისმენენ, მაშინ საქმე ექნებათ ჩვენს დამცველებთან, რომლებიც იქამდე არ გაჩერდებიან, სანამ ყველაფერს არ გაათავისუფლებენ, რაც უკრაინას ეკუთვნის. ჩვენ ამაზე 187 დღეა, ვსაუბრობთ.”