რქაწითელზე წელს დაახლოებით 40 მლნ-ის ფასის სუბსიდირებაა გათვალისწინებული – დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რქაწითელის ჯიშის ყურძენზე წელს ბიუჯეტიდან 40 მილიონიანი ფასის სუბსიდირებაა გათვალისწინებული

“მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებაა ის ხელისუფლება რომელმაც მევენახეობის და მეღვინეობის განვითარებაში შეიტანა უზარმაზარი წვლილი. წელსაც გათვალისწინებული დაახლოებით 40 მილიონ ლარიანი პირდაპირი ფასისმიერი სუბსიდია, რომელიც რქაწითელის ჯიშის ყურძენზე იქნება განკუთვნილი, რადგან პრობლემები ძირითადად ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებაზეა”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მთავრობა სავარაუდოდ მომავალ კვირას კონკრეტულ დადგენილებას მიიღებს რთველის ღონისძიებების ხელშეწყობასთან დაკავშირებით და არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

ცნობისთვის, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 139 მილიონი ლარით დააფინანსებს. 139 მილიონიდან 69 მილიონი რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებში დაიხარჯება.