აქამდე “ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის მოვუწოდებდი 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა და შეთანხმების ნაწილი გამხდარიყო – დღეს მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი შეთანხმებას, არ აშალოთ კარვები პარლამენტის წინ – დარჩით ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ, რადგან თქვენ აჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია.
მეორე მხარეს ხართ თქვენ – “ნაციონალური მოძრაობა“. ხართ პოლარიზაციის გაყოფის, შუღლის, ღვარძლის მხარეს. ჩვენ, “ქართული ოცნება“ და დანარჩენი ოპოზიცია ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მხარეს. სწორედ ეს დაფიქსირდება დღეს ტაბლოზე, ის რაც აქამდე პოლიტიკურად იყო დაფიქსირებული. დღეს თქვენ დარჩებით მარტო და ეს არის კარგი”
ამბობს უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.