”რ2 მოემზადოს პროცესისთვის! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი – ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს მიმართავს

”რ2 მოემზადოს პროცესისთვის! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი – ასე ეხმაურება, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის მიერ მის შვილთან, საბა კოდუასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას.

“მეგობრებო, ეს არის ამბავი. საბა რა თქმა უნდა დაკავებული არაა. რ2 მოემზადოს პროცესისთვის. არასრულწლოვანზე სიტყვა სავარაუდოც რომ არ დაწერეს!!ნინო შუბლაძე ათამდე დაგეთვალათ, სიტყვა სავარაუდოდ ჩაგემატებინათ!!! შენს შვილზე პატარაა!!!! შენს ხელში დაიბადა გაიზარდა!! რა იაფია შენი მორალი და ახლა როგორი არადამიანი ჩანხარ !!”, – წერს ჟორჟოლიანი.

რუსთავი 2-მა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს“. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიამ სოციალური ქსელიდან წაშალა.

შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რომელშიც “ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი” შენიშნეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის “ხმოვანი აკუსტიკური იარაღი”.

მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით”, – განმარტავს შსს.