“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ, რომ მოინახულონ კვალიფიციურმა ექიმებმა და ასევე, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიმართ, თუ როგორ ჩაატარეს მონიტორინგი და შემდგომ რა რეკომენდაციებიც მიიღებს. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგნენ, რადგან ომბუდსმენის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება საქართველოში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს და შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მისი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული”

განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილზე.