“მიხეილ სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით, პირველ რიგში ჯანდაცვის ექსპერტმა უნდა ისაუბროს და რასაკვირველია, ამასთანავე, სამართლებრივი შეფასება სასამართლომ უნდა გააკეთოს და არა ფოტიგამ, ლუქსმანმა თუ გლუკსმანმა, ნებისმიერმა ადამიანმა […] საერთოდ, ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად მიკერძოებულია […] განსაკუთრებით, აი ამ სკანდალის შემდეგ, რაც კორუფციას ეხება, რამაც შეიძლება საკმაოდ სერიოზული მასშტაბი მიიღოს, ვინაიდან, აქ არის ფულის სანაცვლოდ რაღაც გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მცდელობა კონკრეტული ქვეყნის მხრიდან”.
აცხადებს, ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი.