სააკაშვილთან მიმსვლელს წერილს აღარ გამოატანენ, ფანჯრებიც დაბურეს – ნაყოფია

სენაკის მერობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აუკრძალეს წერილის მნახველისთვის გატანება. ასევე, გადაღებეს და დაბურეს მისი ჯანჯრები.

“მიხეილ სააკაშვილს აკრძალული აქვს სატელეფონო ზარები, ანუ მისი ხმის ეშინიათ. ყველა ფანჯარა დაბურეს, შეღებეს, ჩაკეტეს ისე, რომ გარედან კამერამ ვერ დააფიქსიროს. ერთ დღეში ჩაატარეს რემონტი.

დღევანდელი ამბავია ის, რომ მასთან მიმსვლელს წერილსაც კი არ ატანენ. როცა შევდიოდი, გამაფრთხილეს, რომ წერილის გამოტანა არ შეიძლება და ეს შეიძლება, გაიგზავნოს მხოლოდ ფოსტით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მივიღოთ მისგან წერილები, იქნება ფოსტა, ან ადვოკატი. პარლამენტის წევრი, ექიმი ან ოჯახის წევრი, რომელიც მასთან შევა წერილს მიხეილ სააკაშვილისგან ვერ წამოიღებს”, – თქვა ნაყოფიამ ციხის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის 26-ე დღეა ციხეში შიმშილობს.