“კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას უყურებს. ის რომ იქნება ამ ქვეყნის პირველი პატიმარი, ასეთივე ღონისძიებები იქნება მიღებული, უბრალოდ ამდენი ხალხი მის მხარდასაჭერად არ იდგება. სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილს დანაშაულები მართლა აქვს ჩადენილი და ის სამართლიანი სასამართლოს უფლებას მიიღებს”
თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე. საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. ადგილზე ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს. სასამართლოს ეზოში არ უშვებენ პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს.