“სააკაშვილისგან შერიგებაზე ლაპარაკი ირონიულია, ბოდიშს არ იხდის “- განაცხადა, ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა, რითიც, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილმის განცხადებას გამოეხმაურა. სააკაშვილმა 11 დეკემბერს დაწერა, რომ “საუკეთესო გამოსავალი ეროვნული შერიგებაა”.
”მიხეილ სააკაშვილის მუქარების არავის არ სჯერა. ამ ადამიანისგან შერიგებაზე საუბარი ძალიან ირონიულია იმ პირობებში, როცა ის ბოდიშსაც არ იხდის და არ ინანიებს.პოლარიზაციამ დაიწიოს – არის ჩვენი პოლიტიკის ნაწილი. ყველაფერი ამის საწინააღმდეგო, ვგულისხმობ, პოლარიზაციის ზრდის ხელშეწყობას, არის ნაციონალური მოძრაობის სურვილი. შერიგება ვერ იქნება ცალმხრივი. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, მაქსიმალურს აკეთებენ, რომ რადიკალიზაცია გაიზარდოს.” – განაცხადა წილოსანმა.