ექსპერტი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას აფასებს და ამბობს, რომ მისთვის ეს პოსტი უკეთესია, ვიდრე ვიცე პრემიერის პოსტი იქნებოდა, რომელზეც სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტმა თავდაპირველად წარადგინა. ხუხაშვილი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დიდი უგუნურება იყო უკრაინის ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ფორმით საუბარი და “ფეხების ბაკუნი“, რამაც უკუშედეგი გამოიღო.
“მე ვფიქრობ რომ სააკაშვილისთვის ბევრად უფრო კომფორტულია ეს თანამდებობა, ვიდრე ის, რასაც სთავაზობდნენ. პოლიტიკური წონის თვალსაზრისით. ვიცე პრემიერი მაინც არის მესამე წრის ჩინოვნიკი პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის შემდეგ. და გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული. ახლა აქვს აბსოლუტური თავისუფლება და პასუხისმგებლობა მინიმალური. ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი მთავრობაშიც პლიუს ამას რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. მისი მოძრაობის სიმჭიდროვე ჩვენ კარგად ვიცით ჟურნალისტებთან ერთად და ის გახდა რეალური პოლიტიკური ფიგურა,მაშინ, როდესაც ვიცე პრემიერის რანგში ასეთი შეიძლებოდა სულ არ ყოფილიყო.
აქედან გამომდინარე ეს იყო დიდი სიბრიყვე და ამან გამოიწვია უკურეაქცია უკრაინულ პოლიტიკურ ელიტაში. რა თქმა უნდა შეიძლებოდა თავშეკავებით გაკვირვების გამოთქმა, მაგრამ მოუკრეფავში გამოსვლამ, რაც მოვისმინეთ ჩვენი ჩინოვნიკების შესრულებით, ამან უკუშედეგი მიიღო, იმიტომ რომ ჩათვალეს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევად. რამის თავი მაინც გვქონდეს. რით უნდა დავაზიანოთ უკრაინა ასე ძალიან მაინტერესებს.
ძაან ყირაობენ ესენი და მე მგონი თავში აუვარდათ. გამყრელიძის და იმნაძის იმედზე არიან უკრაინაშიც თუ რანაირად არის საქმე?“– ამბობს გია ხუხაშვილი.