მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბექა ბასილაიამ და შოთა თუთბერიძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. ამის მიზეზი ის არის, რომ მოსამართლემ პროცესზე არ შეუშვა ექსპრეზიდენტის კიდევ 2 ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ნიკა გვარამია.
“გამოვაცხადოთ შესვენება და საძაგლიშვილი და გვარამია შემოვიდნენ პროცესზე, ისინი იმყოფებოდნენ საპატიმროში და შესაძლოა რაიმე ახალი ინფორმაციას ფლობდდნენ ან შეიძლება ახალი გარემოება ქონდეთ”,– თხოვა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მიმდინარე სხდომაზე ადამიანების შესვლა არ შეიძლება.
ამის შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროცესზე დასწრების აზრს ვერ ხედავენ და დარბაზი დატოვეს.
ცნობისთვის, თავის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს. მოსამართლემ ასევე უარი განაცხადა პროცესის პირდაპირ ტრანსლაციაზე.