ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ ექსპრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის საქმეზე ექსპერტიზა FBI-მ ჩაატაროს.
“გვინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდეს ეს პროცესები და კიდევ ერთი, ხომ უნდათ ექსპერტიზის ჩატარება? FBI მოიწვიონ და ჩაატარონ, უფრო მეტიც, აღიძრას იქ სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება, ამაზე ვართ თანახმა”, – განაცხადა მან.
ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მათ ახალი შეზღუდვები დაუწესეს. კერძოდ, ოჯახის წევრებს წერილების გამოტანა, ხოლო ადვოკატებს შაბათ-კვირას ექსპრეზიდენტთან შესვლა აეკრძალათ.
“შაბათ-კვირას ადვოკატები აგვიკრძალეს, წერილები ოჯახს აუკრძალეს და ადვოკატებს შეგვეძლება წერილების გამოტანა […] რაც შეეხება ამ მასკარადს, ამაზეც მოვითხოვ, რა რეგულაციებია, პრემიერმინისტრის მიერ მსგავსი რეგულაციები გაუქმებულია […] ზედმეტი შოუს ელემენტებია ამის უკან რაღაც დგას, ვითომ, ძალიან დიდი მზრუნველობა მიდის სააკაშვილის მიმართ და ასე შემდეგ”, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.