„ამ ადამიანს სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშებს წინდების გარეშეც გამოატანდნენ. […]მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები რა ასეთი განძი იყო, რომ ფარულად გამოგვეტანა, მაშინ როდესაც საჯაროდაც ატანდნენ და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ იყო. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მოაწყო (პოლონელმა ექიმმა) ფინტი, რაც შემდგომ „ქართულმა ოცნებამ” საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენა […]მაშინაც კი, როცა მიხეილ სააკაშვილს მკურნალობა არ სჭირდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გავგზავნოთ – ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობაში შარი იყო”

ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.