“იმედი მაქვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდება. პოლონური დიპლომატია და პრეზიდენტი ჩართულია საქართველოს ხელისუფლებასთან შუამავლობაში. […] მრავალი წელია მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი მაქვს. მისი პატიმრობის შემდეგ, მასთან ირიბად, ოჯახისა და წერილების მეშვეობით ვკონტაქტობ. მე მას საქართველოში გამგზავრებამდე სტრასბურგშიც შევხვდი. მე არ ვყოფილვარ იმ ადამიანებს შორის, ვინც მას ურჩევდა თბილისში არ დაბრუნებულიყო. ყველას აქვს უფლება დაბრუნდეს თავის სამშობლოში. სიმართლე გითხრათ, მე მივიჩნიე, რომ ამ კალიბრის პოლიტიკოსი თავად აკეთებს არჩევანს და აფასებს საფრთხეებს.
როგორც ჩანს, მისთვის ციხეში ყოფნა საშინელი გამოცდილებაა. თვეების განმავლობაში ჩვენ ვიბრძოდით ევროპარლამენტის მრავალპარტიულ ჯგუფში, რომ ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს. სტრასბურგში ევროპარლამენტის ბოლო სესიაზე, მე ვუმასპინძლე მის ოჯახს, მათ შორის მის შვილს”,
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.