სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მეუფე ანანიაც უერთდება

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია აცხადებს, რომ ხელს მოაწერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას.

“ტაძართან ვართ. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას”,– ამბობოს მეუფე.

ცნობისთვის, პეტიციას ხელი მოაწერეს ასევე მეუფე ნიკოლოზმა, იოსებმა, მელქისედეკმა და გრიგოლმა. ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს დეკანოზი თამაზ ლომიძე და დედა სიდონიაც.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს.