აღმოსავლეთმცოდნე, რონდელის ცენტრის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ “სააკაშვილის გაუჩინარების პარალელურად თბილისიდან აფრინდა კერძო პატარა თვითმფრინავი, რომელიც დასავლეთის მიმართულებით (არ აქვს გაცხადებული ზუსტად სად) მიფრინავს”.
“რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებ. მაგრამ შეიძლება ასე გაარიდეს აქაურობას”,– წერს ბატიაშვილი Facebook-ზე.
სააკაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არ მიუწოდებია არც ადვოკატებისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის.
სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თვითმფრინავით რუსთავის ციხიდან გაიყვანეს.