“სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა უფრო მეტად ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას”- ასე ეხმაურება, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფი (epp) საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს.განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება მეტად ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას.
“საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებში ხაზგასმულია დემოკრატიული სტანდარტების შემცირება, თავისუფალი და სამართლიანი გარემოს ნაკლებობა, არათანაბარი გარემო, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ძალადობა და სიძულვილის ენა.
დამატებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა უფრო მეტად ზრდის დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა არატოლერანტული და პროვოკაციული განცხადებები გააკეთეს, რითად კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებას საქართველოში. ეს ჩვენთვის კვლავ რჩება ღრმა შეშფოთების საგნად.
EPP მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მეორე ტურში, შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს სადაც დიდი ქალაქების ბედი გადაწყდება. ქართველი ხალხი უკეთეს მომავალს იმსახურებს, პოლიტიკური კონფრონტაციის დასრულებითა და კონსტრუქციული დღის წესრიგით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმირების პროცესს”. – ნათქვამია განცხადებაში.