“რაკიღა გაინტერესებთ, მაცვია ერთ-ერთი პიჯაკი სააკაშვილის. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ პრაქტიკულად კარგად მაქვს ეს პიჯაკი, რაც ჩემზე არ მეტყველებს მაინცდამაინც კარგად… პიჯაკების საქმე ამ საქმეს ჰქვია იმიტომ, რომ ყველაზე სიმბოლური არის პიჯაკები და არა იმიტომ რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი. არა, ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები, ამ პასუხებს მოისმენთ ხვალ.
აი, ამ პიჯაკის ქურდობისთვის სამართლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. სირცხვილია. ქვეყნის ისტორიული სირცხვილია, ჩემი აზრით”
ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ. ექსპრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.