უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსანდრ კოჩურა აცხადებს, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოში არ შესულა და შესაბამისად, მისი უკან გაწვევაც ვერ მოხდებოდა.
„ოფიციალურად, პრემიერ-მინისტრისგან რადაში სააკაშვილის თაობაზე არანაირი შემოთავაზება არაა შემოსული. ასე რომ ვერ გაიხმობ იმას, რაც არც შემოსულა“, — ამბობს კოჩურა.
შეგახსენებთ, უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა ვიცეპრემიერის თანამდებობაზე მთავრობამ უკან გაიწვია.