“ვუსმენ მიშას, არა როგორც მისი თანამებრძოლი ან მეგობარი, არამედ ჩვეულებრივი, კრიტიკულად მიმალულიც.
ვფიქრობ ცოცხალი მიშა, მოსახლეობის ფართო წარმომადგენლობასთან მოსაუბრე, განმარტებებით, გეგმებით, თუნდაც სინანულით და ადამიანური გულუბრყვილობითაც კი უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მომავლისთვის.
ჩვენი ხსნა მოსახლეობის კონსოლიდაციაშია, ზუსტად ერთიანობაში და რეკონსილიაციაში, შეცდომების და გამოცდილების გააზრებაშიც. ჩვენი ხსნა ერთმანეთის ზიზღში ან შურისძიებაში არ არის…
ერთია მხოლოდ – მის მიმართ კრიტიკა სავსებით დასაშვებია. მხოლოდ დავიჯეროთ, რომ მართლა პუტინს უნდა მისი გასამართლება”
წერს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.