სააკაშვილის მარშრუტი ბათუმში – რომელ ქუჩებზეა გადაღებული ვიდეოები?

დღეს, 1 ოქტომერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე  2 ვიდეო-მიმართვა გაავრცელა რომლებიც, ბათუმის ქუჩებში ღამის საათებშია გადაღებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტახნის წინ შსს-ში  განცხადებაც გაკეთდა და განაცხადეს, რომ  ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და არც უკრაინის საზღვარი დაუტოვებია თუმცა არც უარყოფენ იმ ფაქტს რომ სააკაშვილი საქართველოშია.  ბათუმში, ღამის საათებში გადაღებული კადრები “ბათუმელებმა” გაშიფრა.

რა ჩანს მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში?

პირველ ვიდეოკადრებში სააკაშვილი იმყოფება ბათუმის შემოსასვლელთან, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ ახლოს ჩანს ბათუმის საბაგირო, თუმცა ამ ვიდეოს შემოვლებული აქვს თეთრი ჩარჩო, სავარაუდოდ ეს არის, ე.წ. აიპადი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაღებული კადრები ტელეფონით გადაიღეს და ისე გაავრცელეს.

საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩანს სასტუმრო „ველმონდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია სანაპიროს მხრიდან, ასევე სხვა ინფრასტრუქტურა.

მეორე ვიდეოს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, არდაგანის ტბასთან. ასევე კადრებში ჩანს კომპანია „ორბის“ და „ალიანსის“ მშენებარე თაუერები რუსთაველისა და ფიროსმანის ქუჩებზე.

კადრში ჩანს ასევე, რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ახალი ბულვარის ერთ-ერთ ალეაში მოძრაობს, ის გადაღებულია ასევე რუსთაველის ქუჩის ბოლოს გამწვანებულ წრიულთან, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.

 

წყარო: ბათუმელები