”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბატონი სააკაშვილის უფლებებს პატივი სცენ. მისი, როგორც დაკავებულისა და მოპასუხის უფლებებს. ეს უფლებები ნიშნავს ჯანმრთელობის სათანადო დაცვას, კონფიდენციალურობის უფლებასა და სამართლიან სასამართლოს. მისი მდგომარეობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ყურადღებით ვაკვირდებით და მონიტორინგს ვუწევთ ყველაფერს”.
ასე პასუხობს ნიდერლანდების ელჩი მააიკე ვან კოლდამი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.