საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მეუღლე, ლიზა იასკო რუსთავის ციხეში მივიდა. მას სააკაშვილთან შეხვედრა სურს. იასკომ საქართველოში ჩამოსვლა გუშინ დააანონსა.
ის უკრაინელი პოლიტიკოსი და რადას დეპუტატია. სააკაშვილმა მასთან ახალი ოჯახის შექმნაზე დაკავების შემდეგ ისაუბრა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს საზღვარი 29 სექტემბერს გადმოკვეთა, რის შემდეგაც დაკავებულმა 2-მა პირმა ის სამეგრელოში წაიყვანა, შემდეგ კი ის თბილისში ჩავიდა.
დღეს Facebook-ზე სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები გავრცელდა.