“იცით, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის რადას წევრებთან ძალიან ახლოს, მათ შორის, განიხილება უკრაინის რადაში პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ირგვლივ კომისიის შექმნის საკითხი. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ საკითხზე მათთან ვითანამშრომლებთ, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ მას და საქართველოს, ეს ეხება მთელ რეგიონს, რადგან ეს არის პუტინის გზავნილი ნებისმიერი პროდასავლელი რეფორმატორის მიმართ”
ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ბრიფინგზე.