”რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობას, მერწმუნეთ, აქ ეს საკითხიც გვაშფოთებს. ვნახეთ ცნობები, რომ მოწამლულია, რაც ასევე ნახსენებია რეზოლუციაში. ასე რომ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს ეპყრობიან ციხეში, საერთო ევროპულ ღირებულებებთან არაფერი აქვს და უფრო იმას ჰგავს, როგორც პუტინი იქცევა, როგორც პუტინი აწამებს და წამლავს ხალხს. ასევე ვითხოვთ, რომ საზღვარგარეთ უმკურნალონ, რაც ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ სიტუაცია გაუარესდება, ეს იქნება მმართველი პარტიის სინდისზე და პრეზიდენტის სინდისზეც. ასე რომ, იმედს თქვენს პრეზიდენტზე ვამყარებ”.

ამბობს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ექსპრეზიდენტთან,  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.