“მიხეილ სააკაშვილს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ 29 ნოემბერს დაგეგმილ პროცესზე მას მონაწილეობის მიღება სურს. ის ითხოვს პროცესზე დასწრების უფლების რეალიზაციას. შესაბამისად, მის ავადმყოფობაზე მითითება არ იქნება მისი არგადაყვანის საფუძველი. ეს არ იქნება სამართლებრივად საკმარისი. ან მეორე, ხელისუფლებამ შეიძლება, თქვას, რომ რადგან აქციაა დაანონსებული სასამართლოსთან, ამის გამო არ გადაჰყავთ. ეს შეკრება იქნება უაღრესად მშვიდობიანი, მსგავსი შეკრებები სასამართლო პროცესებისას იმართება სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ პროცესები მიმდინარეობს და ბრალდებულები პროცესებს ესწრებიან. ამიტომ, ეს მიზეზები არ შეიძლება, იქნეს ყურით მოთრეული იქნება ხელისუფლებისგან და იქნება შიშის დემონსტრაცია მათი მხრიდან”
აცხადებს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.