“მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე ნებისმიერი საუბარი არის ფალსიფიკაცია და სიცრუის ტირაჟირება. ამის არც ერთი ფაქტი და არგუმენტი არ არსებობს და ესეც მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნითაა მოტივირებული, რომ ჩვენს ქვეყანაში, რამენაირად, კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი არ იყოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის დამნაშავე, რომელიც საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებს და შესაბამისად, ის კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს”.
ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლას.